ლალი ჯავაშვილი - პაციენტი იღებდა ისეთ პრეპარატს, რაც დაუშვებელია, დანაშაულიც კი არის სამედიცინო თვალსაზრისით

ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობის ფონზე იღებდა პრეპარატს, რომელიც სრულიად დაუშვებელი იყო. 

"სწორედ 50-დღიანი შიმშილობის ფონზე, პირველ დღეს მიცემული დანიშნულება, ძალიან ჯიუტად და აქტიურად ფიგურირებდა თვეების განმავლობაში, სადღაც ორმოც დღემდე, მანამ ჩვენ ჩვენი თვალით არ ვნახეთ ეს დიაგნოზი, ავტეხეთ განგაში და მოვახსნევინეთ. კონკრეტულად ეს ეხება პრეპარატ "მეთფორმინს", რომელიც ნებადართული და ლოგიკურია ფიგურირებდეს დანიშნულებაში პრედიაბეტის შემთხვევაში, მაგრამ სრულად გაუმართლებელია შიმშილობის ფონზე ის მიეცემოდეს პაციენტს, ამიტომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ აუცილებლად. 

დღეების განმავლობაში, ალბათ, სადღაც ორმოც დღემდე,  სერიოზული, მძიმე შიმშილობის ფონზე, პაციენტი იღებდა "მეთფორმინს", რაც სრულად დაუშვებელია, დანაშაულიც კი არის სამედიცინო თვალსაზრისით", - განაცხადა ჯავაშვილმა სასამართლო პროცესზე. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მძიმე კახექსია აქვს.

"დასკვნაში გამოვთქვით ეჭვი, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის წონის კლება გაგრძელდებოდა, განვითარდებოდა კახექსია, რაღაც დროის შემდეგ კი დავრწმუნდით, რომ საქმე გვქონდა კლინიკურ მალაბსორბციასთან და კახექსიასთან.

დღეს უკვე ისეთი ხარისხის კლება გვაქვს, რომ მძიმე კახექსია ჰქვია ამას. მე სულ მიმაჩნდა, რომ პაციენტი ვერ იკვებება. სკეპტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არ ჭამს. მე, ექიმი ენდოკრინოლოგი ვთვლი, რომ ის ვერ იკვებება“,- განაცხადა ჯავაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები