თაკო ჩარკვიანი - იმედი მაქვს, უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება და თუ არ იქნება, ზუსტად ისევე მოექცევა მას ამომრჩეველი

პარტია "კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ლევან ხაბეიშვილს "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და იმედოვნებს, რომ ხაბეიშვილი უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება.

"პირველ რიგში, მისალოცია, რომ ნორმალურად ჩატარდა არჩევნები. ვფიქრობ, სამომავლოდ გასათვალისწინებელი იქნება. ე.ი. ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, რომ ამ რეფორმირებული ტექნოლოგიით ჩატარდეს არჩევნები და ეს ძალიან ყურადსაღებია. რა თქმა უნდა, ლევანს მივულოცავ. მიმაჩნია, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. ზოგადად, ყოველთვის ხალხი ითხოვს ცვლილებას, მოქმედებას. ტრაგიკული არაფერი არ არის, თავმჯდომარეები იცვლებიან. იმედი მაქვს, უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება. თუ არ იქნება მოქმედი თავმჯდომარე, ზუსტად ისევე მოექცევა მას ამომრჩეველი. "ნაციონალურ მოძრაობასთან“, პარტიასთან, მის ამომრჩეველთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით, 2018 წლიდან. მგონი, თავად მოქმედი თავმჯდომარე ვინც იყო ამ დრომდე, ნიკა მელიასთვისაც კარგია, რაც მოხდა. ჯერ ახალგაზრდაა, კიდევ დიდი გზა აქვს და სამომავლოდ ეცოდინება, რომ რაღაცები უნდა გაითვალისწინოს. ეს ყველაფერი  სასწავლებლად ძალიან კარგა. ამომრჩეველი არასოდეს არ გპატიობს რაღაც მთავარს. ის მთავარი არის უმოქმედობა. ეს უთუოდ იყო, ამას ვერავინ უარყოფს და ხალხმა მოინდომა ცვლილება, რაც ძალიან ნორმალურია. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გაკეთდა.

ზოგადად, ძალიან გონიერი და კარგი ამომრჩეველი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას“ და არ მგონია, თავმჯდომარის შეცვლის გამო პარტია დატოვონ. ისე, ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცეს. პარტია არის ძალიან დიდი გამოცდის წინაშე, რადგან მათი დამფუძნებელი, ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მომაკვდავი არის ციხეში. რა გადინება, გამოდინებაზეა საუბარი. ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ ბრძოლა დაიწყოს, რათა ხელისუფლებამ იგრძნოს, ოპოზიცია არსებობს. პოლიტიკაში იმიტომ შემოვედი 2018 წელს, რომ ვნახე, დასავლური ვექტორის პარტია სუსტდებოდა და ასე იყო მონაცემით. ახლაც ხომ ნახეთ, ამხელა პროცენტებიდან ჩამოვარდა რვა პროცენტზე და როცა რუსეთთან დაპირისპირებაშია ქვეყანა, მსხვილი ოპოზიციური პარტია, დასავლური ვექტორი არ უნდა იყოს სუსტი. ამიტომ ხალხმა მოითხოვა, ცოტა მოძლიერდეს და მოძლიერდება მხოლოდ მოქმედებით. მოქმედება ქვების სროლას არ ნიშნავს და რაღაც ისეთს. მოქმედება ნიშნავს, იგრძნოს ხელისუფლებამ, რომ პრინციპული ოპოზიცია ჰყავს. თუ ეს არ იგრძნო, ჩათვალეთ, ხელისუფლება აღვირახსნილობას გააგრძელებს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები