"მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია"

გურამ და დავით კაკულიების მტკიცებით, თბილისის ცენტრში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და სერგო ქურთიაშვილის ლიკვიდაცია არ უცდიათ. 

ბრალდებულებმა სასამართლო დარბაზიდან მიმართეს ნიკო კვარაცხელიას ოჯახსაც. 

"ჩვენ არ ვიყავით სერგი ქურთიაშვილზე თავდამსხმელები. მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია", - მიმართა გურამ კაკულიამ პროკურორ თამარ ყულჯანიშვილს. 

ნიკო კვარაცხელიას დედის თქმით, სისტემა, რომელსაც მისი შვილი შეეწირა, გაშიშვლდება. 

"ოჯახისთვის და ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია, განაჩენი დადგება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო და არაფერი არ შეიცვლება. დამკვეთებიც, შემსრულებლებიც და სისტემა, რომელსაც ჩემი შვილი შეეწირა აუცილებლად გაშიშვლდება. ვიმეორებ, მეფეს ვნახავ შიშველს", - აცხადებს იზა ომაძე.

ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა გასული წლის 30 მაისს ორთაჭალაში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობა, საზღვრის უკანონო კვეთა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. გამოძიება ასევე, კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების გამოვლენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიებამ ძმები კაკულიებიც გამოჰკითხა.