მიხეილ სააკაშვილი - თუ ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინელებს მიმართა.

"ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული.  მე მინდა მოგმართოთ თქვენ - ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის. 

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას. დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მოსამართლეს და დარბაზში შეკრებილებს მან აჩვენა როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია ამჟამად და ყველას "არაეთიკური სურათისთვის" ბოდიში მოუხადა.

მოსამართლემ ჩართვის ლინკი გათიშა და მიხეილ სააკაშვილს მიმართა, ჩაეცვა, რადგან ის უკვე აღარ ჩანდა. 

მოგვიანებით მოსამართლემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავადვე აღარ ისურვა განმეორებით ჩართვა.

სხდომა მოწმეების გამოკითხვით გრძელდება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები