ირაკლი ქარქაშაძე - ახალი, უფრო დიდი ასაფრენი ზოლი, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წლის მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 47 მილიონი ლარია.

"პირველ რიგში 2023 წელს დავასრულებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) პროექტირებას, რაც აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გენერალური გეგმის, ე.წ. მასტერპლანის შემადგენელი ნაწილია. ახალი, უფრო დიდი ასაფრენი ზოლი, მომავალში, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

მისივე თქმით, მასტერპლანი - ეს არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ.

"პირველ რიგში, ე.წ. მასტერპლანით თავად აეროპორტების ოპერატორი კომპანიები ვსარგებლობთ. ეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართითაა გაწერილი. რადგან ჩვენი, როგორც აეროპორტების ოპერატორი კომპანიების ინტერესებში შედის ვიცოდეთ - გრძელვადიან გეგმაში როგორ ვავითარებთ აეროპორტს, რათა სამომავლოდ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმაში (გრგ) აეროპორტის განვითარების გეგმა წინასწარ იყოს გაწერილი. მასტერპლანი დაგეგმვის პროცესში აუცილებლად გამოვლინდება განვითარების სხვადასხვა სქემები, რომელმაც შესაძლოა, აეროპორტის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე იქონიოს გავლენა. გენერალური განვითარების გეგმის არსებობის შემთხვევაში კი ცალსახად მოხდება აეროპორტის ინტერესების გათვალისწინება", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები.