ლიზა ბოგუტსკაია - სად ხართ ქართველებო? სად არის თქვენი ღირსების გრძნობა? სად არის თქვენი სიმამაცე?

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა ბოგუტსკაია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და ქართველებს მიმართავს. 

"ჩემო ძვირფასო ადამიანო. არ ვიცი როგორ აღვწერო ის გულისტკივილი, რასაც ამ ფოტოს ყურებისას ვგრძნობ. ეს არის კოშმარი. ეს არის დაცინვა და წამება პირდაპირ ეთერში.

სრულიად ამაზრზენია ის ფაქტი, რომ პუტინი და ივანიშვილი სიამოვნებით უყურებენ, თუ რამდენად თამამად შეუძლიათ გაუსწორდნენ მოწინააღმდეგეს. იგივე ზიზღს იწვევს პოროშენკო იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მიშას უკრაინაში დაემართა.

მაგრამ უკრაინა არ არის საქართველო და მით უმეტეს რუსეთი. როგორ ცდილობდა პოროშენკო სააკაშვილის მოშორებას, მაგრამ ხალხი დადგა მიხეილის დასაცავად. ყოველ ჯერზე. არ მახსოვს შემთხვევა, როცა უკრაინელები მშვიდად იყვნენ, მაგალითად, მიშას დაკავების, ან უკრაინის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის დროს. ყოველ ჯერზე უამრავი ადამიანი გამოდიოდა საპროტესტო აქციაზე. უკრაინელები იცავდნენ თავისუფლების, რეფორმების, გარდაქმნების სიმბოლოს.

საშინლად მტკივნეულია, საშინლად.

არ ვიცი რა დაემართათ ქართველებს!

რა გჭირთ?

რატომ გინდათ გაანადგუროთ ის ადამიანი, რომელმაც მოგცათ რწმენა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში?

სად ხართ ქართველებო?

სად არის თქვენი ღირსების გრძნობა?

სად არის თქვენი სიმამაცე?

გამოდით ქუჩებში! ეს ხომ შეგიძლიათ. არ გყავთ ლიდერი - შექმენით და გამოდით!

არასოდეს აპატიებთ საკუთარ თავს იმას, რომ თქვენს თვალწინ ნელ-ნელა მოკლეს ადამიანი, რომლის წყალობითაც მთელმა მსოფლიომ შეიტყო თქვენი ქვეყნის შესახებ!

ჩემო ძვირფასო ადამიანო, მიშა, არ დანებდე! არავითარ შემთხვევაში. იცოცხლე!", - წერს ბოგუტსკაია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fliza.bogutskaya%2Fposts%2Fpfbid0JV7KkEB6wpU9AwHBPTMdwqY5nXbThiSAwhdaCRYYr18rDuAceQETt8i6FMAdZDPSl&show_text=true&width=500" width="500" height="499" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>