მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი ციხეში მათთვის არის საფრთხე, რომ გადაწყვიტოს ლაპარაკი, ძალიან ბევრ ცუდს იტყვის, მისი ჩამოყვანის დამგეგმავებთან დაკავშირებით

სააკაშვილი მის ჩამომყვანებს  ციხეში არაფერში არ სჭირდებათ. არანაირ სარგებელს მათ არ მოუტანთ ციხეში მყოფი სააკაშვილი. პარტნიორი ვერ იქნება ჩამომყვანი. მისი ჩამომყვანია რაღაცა ძალა, რომელსაც შეუძლია, ერთ დღეში, საბანკო სისტემის რეპუტაცია ჩამოაქციოს, ოღონდ ერთი კონკრეტული მიზნის აღსრულების მცდელობა ჰქონდეს. აი, ამ ძალასთან გვაქვს საქმე,’’ - ამის შესახებ "ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა "ღამის კურიერის’’ ეთერში ისაუბრა. 

როგორც მდინარაძემ განაცხადა, სააკაშვილი მისი ჩამოსვლის ორგანიზატორებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისი თქმით, ორი  ცუდი ვარიანტიდან, მის საქართველოში ჩამომყვანებს ორივე ვერსია აწყობთ.

"სააკაშვილი ციხეში მათთვის არის საფრთხე. ერთ მშვენიერ დღეს ამ ადამიანმა, რომ გადაწყვიტოს ლაპარაკი, ძალიან ბევრ ცუდ რამეს იტყვის, მისი ჩამოყვანის დამგეგმავებთან დაკავშირებით. ორი ვარიანტიდან ერთი ყველაზე საშინელი, მძიმე - პატიმრის გარდაცვალება, და გარეთ გამოსვლაც, ორივე შემთხვევა აწყობთ. ახლა მე ძალიან ბინძურ სცენარზე ვლაპარაკობ. გარდაცვალებით შეეცდებიან ქვეყნის არევას, ამიტომ ატარებენ რისკის ზღვარზე და მეორე, თუ მიაღწევენ მიზანს და გამოიყვანენ, უკვე თავად დაავალებენ არეულობას. მათ მიაჩნიათ, რომ ამისი რესურსი სააკაშვილს გააჩნია’’, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები