უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 129030 (+610) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 02.02.2023-მდე: ტანკები - 3 211 (+2), ჯავშანტექნიკა - 6 382 (+0), საარტილერიო სისტემები - 2 212 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 458 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 222 (+1), თვითმფრინავი - 293 (+0), ვერტმფრენები - 284 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1951 (+0), ფრთოსანი რაკეტები - 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5 064 (+3), სპეციალური ტექნიკა - 200 (+0).