სალომე სამადაშვილი - მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს რუსეთის ხელისუფლება

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს. 

"გუშინ საზოგადოებამ მოისმინა, როგორ აძლევს დავალებას რუსეთის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პირად წარმომადგენელს და როგორ გასცემს დავალებებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს ახალი პროექტები რუსეთისა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფნების გასაფართოებლად.

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ზუსტად ასევე, მაგრამ ბევრად უფრო მკაცრ ტონში მიიღო საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მითითება, რომ ჩაშლილიყო დასავლეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტი იყო. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მითითებით შლის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს ქვეყნისთვის და დასავლეთისთვის, მაგრამ ახორციელებს იმ პროექტებს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს პუტინის რეჟიმისთვის. რუსეთი დღეს არის სანქციების ქვეშ და სანქციების თავის არიდებისთვის მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს თანამონაწილეობით სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოება და ამაში მათი მოკავშირე არის სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ამ ჩანაწერიდან იკვეთება, სადაც ზემდგომი ესაუბრება საკუთარი ქვეშევრდომის წარმომადგენელს, ვგულისხმობ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილს, რადგან აბაშიძეს არავინ ეკითხება არანაირი გადაწყვეტილების მიღებას, ის უბრალოდ შუამავალია რუსეთსა და ივანიშვილს შორის.

ჩვენი მოთხოვნაა, ბატონი აბაშიძის დაბარება მოხდეს სასწრაფოდ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მოსმენაზე საქართველოს პარლამენტში და მან მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა ახალ პროექტებზეა საუბარი? რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება?", – განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები