იოჰანეს ჰანი - სააკაშვილის საკითხი არაერთხელ დავაყენეთ საქართველოს მთავრობასთან

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს არაერთ მოხსენებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით და ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ საქართველოს მთავრობასთან, – ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში სააკაშვილთან დაკავშირებით გამართული დებატებისას განაცხადა.

"28 დეკემბერს, ჩვენმა დელეგაციამ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან ერთად, განახორციელა ფორმალური დემარში იუსტიციის მინისტრთან და გამოხატა შეშფოთება ბატონი სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით არსებულ მოხსენებებზე. ჩვენ ყოველთვის ვიმეორებდით, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად. როგორც პირად შეხვედრებში, ასევე საჯაროდ, მუდმივად ხაზს ვუსვამდით, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყველა დაკავებულის ჯანმრთელობა და მიაწოდოს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. 

ასევე, ჩვენ სისტემატურად ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის სასამართლო მოსმენებს, რომლებიც უკავშირდება სხვა ბრალდებებს და ასევე მის მოთხოვნას, რომ გადაიყვანონ საზღვარგარეთ. ჩვენ აგრეთვე მოვუწოდებთ, რომ მისი დაცვის უფლება სასამართლოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის უფლება, რომ სასამართლოზე იყოს თავად წარმოდგენილი. უნდა იყოს დაცული მისი, როგორც პატიმრის უფლება, მათ შორის კონფიდენციალობის უფლება. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის პოზიცია ნათელია. 

საქართველოს მთავრობას აქვს მოქმედების პასუხისმგებლობა, თუ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამ კუთხით, მისი ჯანმრთელობის შესახებ შეფასებები, ასევე საქართველოში არსებული ჯანდაცვის ადეკვატურობა სადავოა სხვადასხვა მხარის მხრიდან“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

უახლესი ამბები