თეა წულუკიანი - როგორც ჩანს, ამ მოწოდებამ ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და სააკაშვილის გულის სანაცვლოდ იცავს კრიმინალს

პატიმარმა სააკაშვილმა კანონიერი სასჯელის თავიდან ასარიდებლად შეუთვალა უკრაინელებს, რომ მისი გული მათ ეკუთვნის, როგორც ჩანს, ამან იმოქმედა ზელენსკიზეც და გულის სანაცვლოდ იცავს კრიმინალს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"რასაკვირველია, ჩვენ მოვუწოდებთ მას, პირადად მეც, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. პატიმარი არ ეგუება სასჯელს, რომელიც აქვს მისჯილი კანონიერად და ირჩევს, ყველაფერი გააკეთოს, რათა აირიდოს სასჯელი. მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ. როგორც ჩანს, ამ მოწოდებამ ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს.

ამიტომ ჩვენ პირველ რიგში, ვინც ვართ ამ ქვეყნის შიგნით და გარედან არ ვუყურებდით უბედურებებს, რაც ამ ადამიანმა დაატრიალა ქვეყნაში, უნდა გავიხსენოთ, რისთვის არის სასჯელმისჯილი პატიმარი – არაერთი დანაშაულისთვის, რომლებიც მძიმე დანაშაულებია. შესაბამისად, საჭიროებს სასჯელის მოხდას. პატიმარმა უნდა შეცვალოს ქცევა, გამოიყენოს დახმარება, მათ შორის ფსიქოლოგის, თუ საჭიროა ფსიქიატრისაც და შეეგუოს სასჯელს. კანონში ასე წერია, რომ დააშავებ, შემდეგ მოგისჯიან და სასჯელი არის მოსახდელი. ეს მარტივი ანა-ბანაა, რომელსაც უნივერსიტეტების პირველ ფაკულტეტებზე ასწავლიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები