ირაკლი კობახიძე - Factcheck-ის მიზანი უნდა იყოს სიმართლის დადგენა, თუმცა ისინი არიან ერთ-ერთი მთავარი გამყალბებლები ამ ქვეყანაში

ციტატაც კი დამახინჯებულია და მთელი ტექსტი, რაც არის დაკავშირებული ჩემი ანალიზის შეფასებასთან, თავიდან ბოლომდე დამახინჯებულია - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Factcheck-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვას.

"ციტატაც კი დამახინჯებულია და შემდეგ მთელი ტექსტი, რაც არის დაკავშირებული ჩემი ანალიზის შეფასებასთან, არის თავიდან ბოლომდე დამახინჯებული. პოსტში, რომელიც მე გამოვაქვეყნე „ფეისბუქზე“, ფაქტებია მთლიანად მოყვანილი. თავიდან ბოლომდე არის მოცემული სტატისტიკა: რა იყო ევროკავშირის იმპორტის სტატისტიკა, როგორ გაიზარდა იმპორტი რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში და ამას ვუწოდებ გაცხოველებულ ვაჭრობას და რეალურად, არის კიდეც. რაც შეეხება საქართველოს, აქაც არის მოყვანილი შესაბამისი  მონაცემები რაც დაკავშირებულია სანქციების შესაძლო გვერდის ავლასთან და ფაქტობრივად, სტატისტიკითაც დასტურდება ის, რომ საქართველო არ არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს დადასტურებულია თუნდაც იმით, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტი ბევრად უფრო ნაკლებად არის გაზრდილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა  ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე შეფასებით, "Factcheck-ის მიზანი უნდა იყოს ფაქტების გადამოწმება და სიმართლის დადგენა, თუმცა, ორგანიზაცია ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელია".

"რაც შეეხება ე.წ. „ფაქტ-ჩეკს“, რომლის მიზანი უნდა იყოს რაღაცების გადამოწმება და სიმართლის დადგენა, პირიქით, ის არის ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი ამ ქვეყანაში, რასაც აქვს მარტივი მიზეზი: ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან. სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია - ესენი არიან დამფუძნებლები, სერგი კაპანაძე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დაბრუნდა ამ ორგანიზაციაში. აქედან გამოდინარე, ბუნებრივია, ამ ორგანიზაციის არანაირ შეფასებას არავითარი ფასი არ აქვს“,  - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები