ნინო ნადირაძე - 9 თვის მანძილზე ჩვენ ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე "ვივამედის" კლინიკური დირექტორის ნინო ნადირაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. 

ნადირაძის თქმით, პირველივე დღიდანვე ექიმები წნეხის ქვეშ არიან.

"ამ პაციენტის მკურნალობაში მთავარი არის, რომ არის ძალიან დიდი წილად პოლიტიკური მდგენელი, რაც, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. 

პირველი დღიდანვე არის წნეხი, პირველივე დღიდანვე გვიცხადებენ უნდობლობას, ფაქტობრივად ჩვენ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევას მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას. არა მხოლოდ უნდობლობას, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლებით, რის გამოც მე მუდმივად მიჭირს სტაფის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად მაქვს პრობლემად", - განაცხადა ნინო ნადირაძემ. 

მისი განცხადებით, კლინიკა "9 თვე ცხოვრობს ჯოჯოხეთში" და გასაწერი დიაგნოზები რომ არსებობდეს, "გაწერდნენ და დაისვენებდნენ".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები