პრიზი, რომელიც ჩვენს წინაშეა, უზარმაზარია, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
"პრიზი, რომელიც ჩვენს წინაშეა უზარმაზარია, როცა უკრაინა გაიმარჯვებს და ის გაიმარჯვებს, როცა პუტინს უკან დაახევინებენ, ჩვენ მოვხსნით რუსეთის დამატებითი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებში, მთელ ევროპაში.
ამ საფრთხის მოხსნით, ჩვენ დავასრულებთ დამატებითი ეკონომიკური შეფერხებების რისკებს, როგორიცაა მკვეთრი ზრდა გაზის და საკვების ფასებში, რაც ადამიანებს შეეხოთ ჩემს ქვეყანაში, აშშ-ში და მსოფლიოს გარშემო", - განაცხადა ჯონსონმა.