ზელენსკი - თუ იარაღი იქნება, არა მხოლოდ ბახმუტს არ დავტოვებთ, არამედ დავიწყებთ დონბასის გათავისუფლებას

თუ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას მიაწვდიან ყველა საჭირო იარაღს, კერძოდ, შორი მოქმედების იარაღს, ჩვენი დამცველები არამარტო ბახმუტს არ დაშორდებიან, არამედ დაიწყებენ დონბასის დეოკუპაციას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბახმუტს არავინ დათმობს, უკრაინელი მცველები იბრძოლებენ მანამ, სანამ შეუძლიათ.

"ბახმუტს ჩვენს ციხესიმაგრედ მივიჩნევთ, იქ დაცემულ ჩვენს გმირებს, გმირებად მივიჩნევთ. თუ დაჩქარდება იარაღის მოწოდება, კერძოდ შორი მოქმედების, მაშინ ჩვენ არამარტო არ დავტოვებთ ბახმუტს, არამედ დავიწყებთ დონბასის გათავისუფლებას, რომელიც ოკუპირებულია 2014 წლიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას აქვს იარაღის კონკრეტული სია, რომელიც მას სჭირდება. მან ასევე მადლობა გადაუხადა სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.

მანამდე უკრაინის გენერალურმა შტაბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები არ დატოვებენ ბახმუტს, სანამ არსებობს თავის დაცვის შესაძლებლობა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები