შარლ მიშელი - კრემლი ვერ შეგვაშინებს, უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი

ევროკავშირი უკრაინას ყველანაირად დაუჭერს მხარს, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია, კრემლს არ შეუძლია ევროკავშირის დაშინება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს სამიტი აგზავნის ორ მკაფიო მესიჯს: პირველი - თქვენთვის და უკრაინელებისთვის - ევროკავშირი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. კრემლმა ვერ შეგვაშინა და ვერ შეგვაშინებს. იმიტომ რომ ევროკავშირი და უკრაინა ერთი ოჯახია", - განაცხადა მიშელმა.

მისივე თქმით, უკრაინის მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია.

"და მეორე გზავნილია - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი ჩვენი ბედია", - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ არ არსებობს მკაფიო ვადა, რომლის მიღწევაც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, რადგან თითოეული ქვეყანისთვის ის განსხვავებულია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები