მარიუპოლის დამცველები და სნაიპერები ბახმუტიდან - უკრაინამ რუსების ტყვეობიდან კიდევ 116 ადამიანი გაათავისუფლა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 116 ადამიანი დაიბრუნა. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები, ხერსონის პარტიზანები, ბახმუტის მიმართულების სნაიპერები და სხვა გმირები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

გათავისუფლებულებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და სერჟანტია.

ერმაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 87-მა ჯარისკაცმა მოახერხა სახლში დაბრუნება.

საუბარია ასევე რვა სამხედროზე, შვიდ ეროვნულ გვარდიელზე, ექვს პოლიციელზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის  ხუთ, საზღვაო ფლოტის ორ და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთ წარმომადგენელზე.

უკრაინულმა მხარემ ასევე დაიბრუნა უკრაინელი მოხალისე ჯარისკაცის ევგენი კულიკის ცხედარი, რომელიც საფრანგეთის საგარეო ლეგიონში მსახურობდა და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის დასაცავად დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/s447r0cH_Do" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>