მედვედევი - პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და დამაჯერებელი, ცეცხლში გაეხვევა კიევის ხელისუფლების ქვეშ დარჩენილი მთელი დანარჩენი უკრაინა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი არ იზღუდება თავდასხმაზე რეაგირებისას.

"ჩვენი პასუხი შეიძლება იყოს ნებისმიერი. ეს რუსეთის პრეზიდენტმა სრულიად დანამდვილებით თქვა. ჩვენ არ ვუწესებთ საკუთარ თავს რაიმე შეზღუდვას და საფრთხიდან გამომდინარე, მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი", - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები შეესაბამება რუსეთის დოქტრინებს, მათ შორის ბირთვული შეკავების საფუძვლებს.

"გარწმუნებთ: პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და დამაჯერებელი“, - აღნიშნა მედვედევმა.

მედვედევმა მცდარი უწოდა დასავლელი პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იარაღის გადაცემა სიტუაციის დიპლომატიურ დარეგულირებას ხელს შეუწყობს.

"შედეგი იქნება სრულიად საპირისპირო. ასეთ შემთხვევაში არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება. იქნება მხოლოდ შურისძიების დარტყმები. ცეცხლში გაეხვევა კიევის ხელისუფლების ქვეშ დარჩენილი მთელი დანარჩენი უკრაინა“, – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები