მეუფე გრიგოლი - ადამიანების უმეტესობა ისე ცხოვრობს, თითქოს მუდმივად აქ უნდა იყოს, ეს ხდება სწორედ მიზეზი იმ შეცდომებისა, რომელიც ისედაც მძიმე წუთისოფელს ჯოჯოხეთად უქცევს ადამიანებს

სინანული არის ცხოვრების შეცვლა, სწორედ ამ დიდი საქმისთვის გვამზადებს ეკლესია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სოფელ ხეთაში, მთავარანგელოზთა ეკლესიაში ქადაგებისას განაცხადა.

"ადამიანი არის პერსონა, პიროვნება, მაგრამ მისი პიროვნულობა მჟღავნდება სოციუმში, სადაც ის ცხოვრობს. ყველა მცნების საფუძველი არის ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან, ადამიანებთან და როცა საზოგადოებაში ცხოვრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრება ორიენტირებული იყოს კეთილდღეობისკენ და კეთილდღეობის მთავარი ცენტრი უნდა იყოს თანხმობა ღმერთთან. თუ ღმერთთან უთანხმოებაშია ადამიანი, მისი კეთილდღეობა მოჩვენებად იქცევა. კეთილდღეობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ღირებულებითი ერთობა, თუ ყველასთვის არსებობს საერთო გაგება იმისა, თუ რა არის სიკეთე. ჩვენ ერთ გუმბათქვეშ ვდგავართ, ერთ ღმერთს ვაღიარებთ, ვამბობთ - მწამს უფალო, თუმცა მთავარია რა გაგრძელება აქვს ამას ცხოვრებაში.

ამ საზოგადოებაში ვლინდება რეალურად თუ რას წარმოადგენს ადამიანი, რადგან საქმე სიტყვაზე მეტია. გონების სიფხიზლე, სულიერი სიფხიზლეა საჭირო და უნდა ეცადო უცხო თვალითაც შეხედო შენ თავს, ცოტა უფრო კრიტიკული იყო საკუთარი თავის შეფასებაში. ადამიანის ადამიანურობის ხარისხი მისი საქმეებით იზომება, საქმეები შეიძლება იყოს ცხადი და დაფარული, ღმერთი ხედავს ადამიანის გულს და ჩვენ საქმეებით ვაფასებთ.

სინანული მარხვისა და ლოცვის პირობებში მოდის ადამიანის გულში, თვით სინანულისთვის უნდა შეამზადო საკუთარი გული, ამიტომ არის, რომ მარხვის პერიოდში იცვლება საეკლესიო განრიგი, სპეციალური საკითხავები შემოდის. სინანული არის ცხოვრების შეცვლა, სწორედ ამ დიდი საქმისთვის გვამზადებს ეკლესია ჩვენ. 

როცა მოვა უფალი და ვიცით, რომ საყოველთაო მოლოდინის რეჟიმშია სამყარო, იპოვის კი რწმენას ადამიანებში?! ჩვენი რწმენა არის ინდივიდუალური, პიროვნული, მაგრამ ეს ხომ საქმეში უნდა გამოიხატოს? ჩვენ ცხოვრებას დაეტყოს და ასახავს ჩვენი ცხოვრება სარწმუნოებას? ალბათ, მთლად დარწმუნებულები ვერ ვიქნებით. 

სინანული ხელახლა დაბადების ტოლფასია, რადგან განიწმინდება ადამიანი. ამ სინანულისთვის გვამზადებს ეკლესია, რომლითაც უნდა შევხდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ამავდროულად გვამზადებს მომავალი აღდგომისათვის, რომლის საყოველთაო მოლოდინი არსებობს. ძალიან სერიოზულად მივუდგეთ ჩვენი მომავალი ცხოვრების საქმეს, ადამიანების უმეტესობა ისე ცხოვრობს, თითქოს მუდმივად აქ უნდა იყოს, ეს ხდება სწორედ მიზეზი იმ შეცდომებისა, დანაშაულებრივი შეცდომებისაც კი, რომელიც გვემართება და რომელიც წუთისოფელს, ისედაც მძიმეს, ჯოჯოხეთად უქცევს ადამიანებს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები