გიორგი ბოტკოველი - პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ყველა უნდა დაემორჩილოს იმ პრინციპებს, რომელიც პარტიაში არსებობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პარტიაში არ არსებობს არავისი გუნდი, არამედ არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი და სააკაშვილის გუნდი. 

მისივე თქმით, ყველა უნდა დაემორჩილოს პარტიულ პრინციპებს.

"რაც შეეხება ყრილობის გუშინდელ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს ფორმირებასთან, წესთან და ადამიანის არჩევასთან დაკავშირებით, მე მეტად მნიშვნელოვანი ამოვიკითხე და მოვისმინე და ის არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა რაიონული ორგანიზაციის არჩეული თავმჯდომარე გახდება პოლიტიკური საბჭოს წევრი და ასე ვთქვათ, როდესაც სრული ფორმირება მოხდება, უმრავლესობას პოლიტსაბჭოში წარმოადგენენ რაიონული ორგანიზაციები, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პარტიის მშენებლობაში.

სამწუხაროა განცხადებები, რაც მოვისმინეთ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ. რაც ხაბეიშვილი გახდა თავმჯდომარე, მუდმივად ვისმენთ და გუშინაც მოვისმინეთ განცხადება, სადაც ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობენ. ყველა უნდა ფიქრობდეს პარტიის გაძლიერებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთ რამეს და მკაფიოდ ვამბობ, ამ პარტიაში არავისი გუნდი არ არსებობს, ამ პარტიაში არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი და არსებობს მიხეილ სააკაშვილის გუნდი. ის, რომ არჩევნები დამთავრდა, ყველამ კარგად უნდა შეიგნოს. თუ არჩევნებამდე ვინმე ვინმეს გუნდს წარმოადგენდა, არჩევნების პროცესში ვინმე ვინმეს გუნდს თუ წარმოადგენდა და იყო მისი მხარდამჭერი, ახლა არჩევნები დამთავრდა. პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე და ყველა უნდა დაემორჩილოს იმ პრინციპებს, რომელიც პარტიაში არსებობს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები