საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"მე ვერაფერი გამტეხავს, ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა, ყველა ძალის გაერთიანების დროა, ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს“, – წერს სააკაშვილი.
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.