ელენე ხოშტარია - მინდა ბატონ მიხეილს ვუთხრა, რომ არ უნდა იგრძნოს თავი მარტო და ის არ იმსახურებს ამ მოქცევას, მინდა მიიღოს ჩემი და გუნდის მხარდაჭერა

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ მზადაა, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივობებში ჩაერთოს.

"ეს საკითხი ცდება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ჩარჩოებს. მე პირველ რიგში, მინდა ბატონ მიხეილს მივმართო ციხეში და ვუთხრა, რომ არ უნდა იგრძნოს თავი მარტო და ის არ იმსახურებს ამ მოქცევას. მინდა მან მიიღოს პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის მხარდაჭერა.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ იმ აქტივობებში, რომელიც არის აუცილებელი. მე ვთავაზობ თანამშრომლობას და კონსულტაციებს იმისთვის, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნითა და გარეთ.

დღეს უკვე ძალიან მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ უკვე გავიდა დრო, როცა სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, გააგრძელოს დუმილი. მე არ ვიცი ვის რისი იმედი აქვს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, ვის რისი პასუხისმგებლობა აქვს. დღეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი. მან უნდა გააკეთოს არჩევანი და მიიღოს გადაწყვეტილება. ან ისე - და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ისიც აწერს ხელს განაჩენს, ან ასე - გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და ქვეყნის მომავალი", - განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები