ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1762-მდე გაიზარდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1762-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) მიწისძვრებისა და რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ორჰან თათარმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულია 12 680 ადამიანი.

როგორც მან აღნიშნა, სტიქიის შედეგად 6 800 შენობა ჩამოინგრა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 12 თებერვლის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. ის ასევე შეეხო სირიის პროვინციებს ალეპოს, ლატაკიას, ჰამასა და ტარტუსს. იქ ბოლო მონაცემებით 593 ადამიანი დაიღუპა და 1,4 ათასზე მეტი დაშავდა.

დამაგრეველ მიწისძვრას თურქეთი საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები