პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო გეგმასთან დაკავშირებით

"სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. 

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პაატა მანჯგალაძემ გაანცხადა, ბოიკოტი საერთო ოპოზიციურ შეთანხმებამდე გაგრძელდება.

"მაშინ, როცა ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო მესამე პრეზიდენტი სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ პატიმრობაში ნიშნავს წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, არ შეიძლება, არ შეიძლება ამას გულზე ხელდაკრეფილი შევეგუოთ. ჩვენთვის ეს იძულებითი ნაბიჯია, ჩვენთვის დღესაც მთავარია ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ "ქართული ოცნება" არ ტოვებს თანამშრომლობის არანაირი სივრცეს და თუ ვინმე რადიკალია, რადიკალია "ქართული ოცნება", რადგან კლავენ ადამიანს. ადამიანის მკვლელობა არის რადიკალური ნაბიჯი. 

ვინც ქარს თესავს მიიღებს ქარიშხალს. დღეს ნახავთ "ქართული ოცნების" ლიდერებს კმაყოფილი სახეებით, გაუხარდებათ, რომ აქ არ იქნება ოპოზიცია, მაგრამ გავა რამდენიმე თვე და ეს შეიცვლება და გახარებული იქნება ხალხი, რადგან ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას. 

რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, ჩვენ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, თუ სამწუხაროდ, ასეთი შეთანხმება არ იქნება, "სტრატეგია აღმაშენებელი" უფლებას იტოვებს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს "ქართულ ოცნებასთან" წინააღმდეგობის ფორმები. 

ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური ფრონტის. რაც შეეხება მანდატების საკითხს, ეს დროის ამბავია და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დათმობებზე", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები