დანილოვი - უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს სამიზნეები რუსეთში

უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს სამიზნეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

"რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიას, არავინ გვიკრძალავს უკრაინული წარმოების იარაღით სამიზნეების განადგურებას. გვაქვს თუ არა ასეთი იარაღი? დიახ, გვაქვს", - განაცხადა დანილოვმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღიდან დარტყმა აუკრძალეს. თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა არ დაარტყამს რუსეთის ფედერაციას GLSDB რაკეტებით.

ამავდროულად, დანილოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინულ სამხედროებს შეეძლოთ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა და არანაირი დათქმა საპასუხო დარტყმებთან დაკავშირებით არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები