ერდოღანი - ჩვენ გვყავს 3549 დაღუპული და 22168 დაშავებული, ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს 8 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3549 ადამიანს მიაღწია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"ჩვენ გვყავს 3549 დაღუპული და 22168 დაშავებული. ჩვენთვის ყველაზე დიდი ნუგეშია ის, რომ დღემდე ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს რვა ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, სტიქიამ დააზარალა 10 პროვინცია, რომელშიც დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

"ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით არა მხოლოდ რესპუბლიკის ისტორიაში, არამედ მსოფლიოში“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან დაზარალებულ რეგიონებში სამი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ერდოღანის თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 53 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება თურქეთიდან და საზღვარგარეთიდან ჩასული გუნდებით.

"დაზარალებულებს უკვე გაეგზავნათ 54 000 კარავი, 102 000 ლეიბი და სხვა აუცილებელი ნივთები. მთლიანობაში, ხელისუფლებამ მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად 5,3 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო თურქეთში 12 თებერვლამდე გლოვაა გამოცხადებული.

მიწისძვრის შედეგად სირიაში დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია ათასობით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

სირიაშიც და თურქეთშიც 7.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის და შემდეგ განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ათასობით სახლია დანგრეული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები