გაზიანთებში, ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა, მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე.

"საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა. საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით“, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები