გიგი უგულავა - მსოფლიო იმას მაინც გაიგებდა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მარტო ველურები არ არიან

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"პილატეს პოზიცია!

სინამდვილეში ტყუილია. თუ მან შეიწყალა სააკაშვილი, ხელისუფლებას მოუწევს ყველა კონსტიტუციური ნორმის თავზე გადახევით, მიშას წინასწარ პატიმრობაში აყვანა, რაც მის დღევანდელ ფიზიკურ მდგომარეობაში კიდევ უფრო მეტი სამართლებრივი და პოლიტიკური ნონსენსია. კი! შეიძლება ხელისუფლება ამ სიგიჟეზეც წავიდეს, მაგრამ ასეთ ვითარებაში სტრასბურგში გადაუდებელი ღონისძიებით განთავისუფლების შანსი იზრდება, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო პოლიტიკურ წნეხზე. ქვეყნის რეპუტაციაზე დარდობს და, ბოლო ბოლო, მსოფლიო იმას მაინც გაიგებდა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მარტო ველურები არ არიან. თუ თვლის ქ-ნ სალომე რომ სააკაშვილის საკითხი "ამოსაძრობი კბილია", მაშინ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მისი მონაწილეობის გარეშე არ გამოვა. მარტივად, ქ-ნ სალომე ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს, მოვალეობა და მისია შეასრულოს.

პ.ს. ერიკ ემანუილ შმიტის "პილატეს სახარება" ძალიან კარგი წიგნია, მაგრამ თქვენს გადაწყვეტილებას - არაფერი მოიმოქმედოთ სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგ - ეგ ტკბილი ინტერპრეტაცია არ ემუქრება", - წერს უგულავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები