არჩილ თალაკვაძე - დღეს უკეთესი საქართველო გვაქვს, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ

"დღეს გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ და ამას ადასტურებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის პირობებში განახორციელა.

"ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით დღეს საქართველოს კონსტიტუციაში გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის ბევრად ძლიერი გარანტიები. ჩვენ მივიღეთ შრომის ახალი კანონმდებლობა, შრომის კოდექსი, წარმატებით გავატარეთ სასჯელაღსრულების რეფორმები და საქართველოს პატიმრების ორჯერ ნაკლები რაოდენობა ჰყავს, ვიდრე ჰყავდა. საქართველოს პარლამენტმა მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, რაც ევროპულ სივრცეშიც კი არის სამაგალითო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც არაერთხელ იყო აღნიშნული, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ჩვენ შევცვალეთ კანონმდებლობა, გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი, აგრეთვე გვაქვს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით ახალი კანონმდებლობა. ეს ყველაფერი პირდაპირ არის საქართველოს წინსვლა ევროპისკენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები