თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა გლობალურად აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მუშაობა უმაღლეს დონეზე შეფასდა, -  ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ხარისხის გარე შეფასება საერთაშორისო, დამოუკიდებელმა და მაღალკვალიფიციურმა ბრიტანელმა ექსპერტმა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა. 

შეფასებაში აღნიშნულია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტი ზოგადად შეესაბამება შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს. მიღებული შეფასება სამსაფეხურიანი შკალიდან უმაღლესია, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა სრულიად აკმაყოფილებს გლობალურად აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს. 

ექსპერტის მიერ ხაზი გაესვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მიიღო შეთავაზება CMIIA-ს კვალიფიკაციის მინიჭებაზე. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის დანერგვის შემდგომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი პირველია, ვინც მსგავსი დონის საერთაშორისო შეფასება მიიღო. მანამდე უმაღლესი შეფასება მიღებული აქვს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები