მედიის ინფორმაციით, ზელენსკი ხვალ ბრიუსელში იტალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონს შეხვდება, - ინფორმაციას CNN იტალიის მთავრობის მეთაურის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, მელონი ბრიუსელს ევროსაბჭოს სხდომაზე დასასწრებად ეწვევა და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ზელენსკისთან.

უკრაინის პრეზიდენტი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა, ხვალ კი შესაძლოა, ბრიუსელს ევროკავშირის ლიდერების სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვიოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები