სუნაკი - Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში მარტში ჩავა

ბრიტანული Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში მარტში ჩავა, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

"დიდი ბრიტანეთი აჩქარებს აღჭურვილობის მიწოდებას, რათა ის იყოს უკრაინაში უახლოეს დღეებში და კვირებში და არა თვეებში ან წლებში“, - აღნიშნა სუნაკმა.

მისივე თქმით, უკრაინელი ეკიპაჟები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში გასულ კვირას ჩავიდნენ, გამოიყენებენ Challenger 2-ის მთავარ საბრძოლო ტანკებს უკრაინის დასაცავად უკვე მომავალ თვეში.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მოხარულია, რომ შეთანხმდნენ სასწავლო პროგრამის გაფართოებაზე, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 10 000 სამხედრო მოსამსახურე გადამზადდა.

"ჩვენ უნდა შევაიარაღოთ უკრაინა მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენი ქვეყანა აღარ შეიძლება იყოს ასე დაუცველი თავდასხმისთვის", - განაცხადა სუნაკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები