რუსეთი დიდ ბრიტანეთს აფრთხილებს, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები არ გადასცეს

რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში ლონდონს აფრთხილებს, არ მიაწოდოს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, რადგან ასეთ ნაბიჯს მთელი მსოფლიოსთვის "სამხედრო და პოლიტიკური შედეგები" ექნება.

"გვინდა ოფიციალურ ლონდონს შევახსენოთ: ასეთ სცენარში, მორიგი ესკალაციის "სისხლიანი მოსავალი", სწორედ მის სინდისზე იქნება, ასევე ამის შედეგად მიღებული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის", - აცხადებენ რუსეთის საელჩოში. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ლონდონში პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს შეხვდა.

მთავრობის სპიკერის ინფორმაციით, რიში სუნაკმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს დაავალა, გაარკვიოს, შეძლებს თუ არა ბრიტანეთი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას "გრძელვადიან პერსპექტივაში". პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი ამ საკითხზე "აქტიურად" მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები