იაპონური დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში 20-ზე მეტი რუსი გენერალი დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში სავარაუდოდ, 20-ზე მეტი რუსი გენერალი დაიღუპა, რაც უარყოფითად აისახება ოკუპანტების ჯარზე, - წერს Nikke.

გამოცემა ეყრდნობა იაპონური დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც მიღებულ იქნა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობით. 

გადამდგარი იაპონელი გენერალი, სახმელეთო ჯარების შტაბის ყოფილი უფროსი კიეფუმი ივატი თვლის, რომ ეს რიცხვი "წარმოუდგენლად დიდია". მისი თქმით, გენერლების დაღუპვა ჯარისკაცების საბრძოლო სულს ასუსტებს.

იაპონური დაზვერვის ვარაუდით, უკრაინულმა ძალებმა შესაძლოა, გამოიყენეს მობილური ტელეფონის სიგნალები რუსული სარდლობის გამოსავლენად.

სხვა ვერსიით, უკრაინელი პარტიზანები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეხმარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსი მეთაურების გამოვლენაში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში ბრიტანულმა დაზვერვამ უკრაინაში დაღუპული 10 რუსი გენერლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები