გია უდესიანი - კადრებში ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი უკიდებს ცეცხლს

ბიზნესმენ გია უდესიანის თქმით, ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ზაჰესის საბაჟო ტერმინალში ცეცხლი განზრახ გააჩინეს.

"გუშინ რაც მოხდა ზაჰესის საბაჟო ტერმინალზე, ჩვენ ვთვლით და გვაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის იმ პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც ხდება ჩემთან და ჩემი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, დაშინების და ტერორის მცდელობა ოლიგარქის მხრიდან.

დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი უკიდებს ცეცხლს. ისინი დაცულ ტერიტორიაზე, საწყობში ეწევიან სიგარეტს და ასანთს აგდებენ ქაღალდის ყუთებში, სადაც აალება ხდება და ამის მერე არის ძალიან დიდი ხანძარი", - აცხადებს უდესიანი.

ადვოკატების თქმით, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ მომხდარში სახელმწიფოს ხელი ურევია. 

ზაჰესში საბაჟო ტერმინალში ხანძარი გუშინ გაჩნდა. შედეგად  დამწვარია 1 000 კვ.მ ფართობზე მდებარე საწყობი. 

ტერიტორია გია უდესიანის და ზაზა გოგავას საკუთრებაა. 

უახლესი ამბები