ზელენსკი - უკრაინა, რომელიც იმარჯვებს, ევროკავშირის წევრი იქნება

უკრაინა, რომელიც რუსეთს ამარცხებს, ევროკავშირის წევრი გახდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, სჯერა, რომ ევროკავშირი ამზადებს პოზიტიურ შეფასებას უკრაინის შიდა რეფორმებზე, რომელიც იცავს თავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ომში და ამავდროულად ებრძვის და აუმჯობესებს მის ინსტიტუტებს.

"ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირს. უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი. უკრაინა, რომელიც იმარჯვებს, არის ევროკავშირის წევრი - ევროკავშირის, რომელიც იმარჯვებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გზა ევროპისკენ არის გზა სახლისკენ.

"ჩვენ ვიცავთ თავს თანამედროვე სამყაროს ყველაზე ანტიევროპული ძალისგან და უნდა დავიცვათ საკუთარი თავი... ეს შესაძლებელი იქნება, თუ არ დავძლიეთ ეს ანტიევროპული ძალა, რომელიც ჩვენთვის და თქვენთვის ევროპის მოპარვას ცდილობს? არა. მხოლოდ ჩვენი გამარჯვება იქნება ამ ყველაფრის გარანტი, თითოეული ჩვენი საერთო ევროპული ღირებულების, ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/8RObP7kXgco" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>