ირაკლი კობახიძე - ბოლო ორი კვირის მოცემულობაა, რომ დასახლებულ პუნქტებს იღებს რუსეთი, უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს

პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს.

"ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც ადასტურებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ასევე უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო ერთი კვირა, ორი კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამშიც, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80 პროცენტი, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80 პროცენტი. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ბოლო ორი კვირის მოცემულობაა, რომ დასახლებულ პუნქტებს იღებს რუსეთი. 

ამიტომ ვამბობთ, რომ ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ამის უკან ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც ობიექტური ინტერესი არსებობდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე ამას ვერ გავაკეთებთ. დავარქვათ გლობალური ომის პარტია, ვიცით ჩვენ, ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე თავის სახელს არ დავარქმევთ. სწორედ იმიტომ ვამბობთ გლობალური ომის პარტიას, რომ არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები