დიდი ცვლილებები NBA-ში

დიდი ცვლილებები NBA-ში

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოვლენები ძალიან საინტერესოდ და ხმაურიანად ვითარდება.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (Trade deadline) ცოტა ხნით ადრე გულშემატკივრისთვის საკმაოდ მოულოდნელი გაცვლები განხორციელდა.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კაირი ირვინგი ბრუკლინ “ნეთსიდან” დალას “მავერიქსში” გაიცვალა და ლუკა დონჩიჩთან ერთად ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელთა დუეტს შექმნის.

დღეს გამთენიისას დადასტურდა, რომ ბრუკლინმა მეორე სუპერვარსკვლავიც დაატრეიდა და კევინ დურანტი ფენიქს “სანსს” შეუერთდა, იგი კრის პოლთან და დევინ ბუკერთან ერთად ლიგის ყველაზე მრისხანე ტრიოს შექმნას ეცდება.

ასევე, ცხელი ამბებია ლოს-ანჯელესში, “ლეიკერსმა” რასელ უესთბრუქი გაცვალა, სანაცვლოდ კი დი’ანჯელო რასელი, მალიკ ბიზლი და ჯარედ ვანდერბილტი მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ დი’ანჯელო რასელი კარერას “ლეიკერსში” იწყებდა, ის 2015 წლის დრაფტის მეორე არჩევანია და ლოს-ანჯელესში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ახლა კი ის შეეცდება ლებრონ ჯეიმსთან და ენტონი დევისთან ერთად ლიგის ერთ-ერთი ძლიერი ტრიო შეკრას.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

მსგავსი სიახლეები