ლევან ხაბეიშვილი - საქართველოში "რუსული ოცნება" არის მარგარიტა სიმონიანის გაგრძელება და კობახიძე ახმოვანებს კრემლის პროპაგანდას

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კრემლის აგენტურაა დღეს ხელისუფლებაში მოკალათებული და ეს ადამიანები რუსულ დავალებას ასრულებენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ომში რუსული მხარის უპირატესობასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კომენტირებისას აღნიშნა.

"ეს არის კრემლის პროპაგანდა. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოში "რუსული ოცნება" არის მარგარიტა სიმონიანის გაგრძელება და კობახიძე ახმოვანებს კრემლის პროპაგანდას. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ მსოფლიოს ლიდერ ზელენსკის, ყველაზე მამაც მთავარსარდალს, მსოფლიოს მხარდაჭერა აქვს მოპოვებული ბოროტებასთან ბრძოლაში. მსოფლიო თუ რუსეთი – ცხადია, მსოფლიო მოიგებს ამ ომში. მშვიდობა თუ ბოროტება, ცხადია, მოიგებს მშვიდობა. სიკეთე თუ სიკვდილი, აუცილებლად გაიმარჯვებს სიკეთე. რაც არ უნდა იბოდიალოს კობახიძემ, აუცილებლად ასე იქნება და ჩვენ რუსულ აგენტურას და კრემლის ნარატივს პასუხი უნდა გავცეთ. 

ეს აქციები სწორედ იმიტომ არის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და არ ჩავაბაროთ რუსებს ქვეყანა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კრემლის აგენტურაა დღეს ხელისუფლებაში მოკალათებული და ეს ადამიანები რუსულ დავალებას ასრულებენ. თუ საზოგადოების რაღაც ნაწილს ამაში ეჭვი ეპარებოდა, მათი განცხადებებითა და მოქმედებებით, ვგულისხმობ კობახიძეებს, ღარიბაშვილებს და ამ ადამიანებს, უკვე ყველა დარწმუნდა. ამიტომ ახლა ლაპარაკის და ლაილაის დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გასცემს მათ საკადრის პასუხს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები