ირაკლი კობახიძე - არსებობს რესურსი, რომ ჩვენ დავუმძიმოთ რუსეთს ვითარება, მაგრამ ეს მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე

არსებობს რესურსი, რომ რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"არსებობს კონკრეტული ინტერესი მეორე ფრონტის გახსნის, რათა რუსეთს დაუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა და ბუნებრივია, ამას გამოიწვევს. ჩვენ გვყავს 25 000 კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს 100-მდე ტანკი, მოიერიშე ორი თვითმფრინავი და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს რესურსი, რომ ჩვენ დავუმძიმოთ რუსეთს ვითარება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მოხდება საქართველოს განადგურების ხარჯზე. 

ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინტერესი, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ. ამიტომ ბოლომდე გავყვებით ამ ინტერესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, "დღევანდელი მოცემულობით ომში უპირატესობა რუსულ მხარეს აქვს".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები