ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. 

შერჩეული პრიორიტეტები "სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.  

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან, საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელთან ონში. ღების, ჭიორის და გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. 

ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა წყლის სისტემების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და სველი წერტილების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა და სკვერის კეთილმოწყობა.   საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 648 000 ლარს. 

ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს. 

აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში. 

კონსულტაციები 9 თებერვალს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. დაგეგმილი შეხვედრები 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 

შეხვედრების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები