ზახაროვა - რუსეთი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის

რუსეთს შეუძლია მიესალმოს სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობების მოგვარებას, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვმა არაერთხელ უთხრა თავის პარტნიორებს, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ფორმატებში, რომლებიც მის ინტერესებს აკმაყოფილებს და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და ასევე გაითვალისწინოს არსებული, შექმნილი ძალთა ბალანსი.

"თუ ამ ინიციატივის მიღმა ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონტურები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ სამმხრივი შეთანხმებების შესრულება სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის, მაშინ ეს სრულიად განსხვავებული ამბავია“, - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საფუძველი სწორედ სამმხრივი შეთანხმებებია.

რაც შეეხება 3+3-ის ფორმატს, ზახაროვას თქმით, ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის, რომ რეგიონის ქვეყნები "ერთად დაუპირისპირდნენ საერთო საფრთხეებს".

"ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის რეგიონის კიდევ უფრო ფართო სპექტრის ქვეყნების ინტერესების გაერთიანებას. ეს სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მუშაობდეს მათ შორის არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრაზე, სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაზე, საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან საბრძოლველად", - განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები