ზახაროვა - ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებას ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებას "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ".

"15 წლის წინ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა მათი საიმედო დაცვის და ეტაპობრივი განვითარების, თანამედროვე და თვითმყოფად სახელმწიფოებად გადაქცევის გარანტია გასცა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და მხარს უჭერს რუსეთთან მოკავშირეობის გაღრმავებას.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვა, რათა აღიკვეთოს შესაძლო პროვოკაციები გარედან, რაც აქტუალურია ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. 

ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებას ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამაში ვხედავთ რეგიონში სტაბილურობის გარანტიას“, – განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები