"ვუერთდებით ეროვნულ მოძრაობას და მივიღებთ მონაწილეობას 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაში"

24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდებიან. 

მსვლელობა პარლამენტამდე 24 თებერვალს, 19:00 საათზე პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყება.

"გვინდა ღიად და საჯაროდ დავაფიქსიროთ, რომ ვუერთდებით ეროვნულ მოძრაობას და მივიღებთ მონაწილეობას 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაში. გვჯერა და ღრმად გვწამს, რომ სტუდენტობა და ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებში საქართველოში. სტუდენტობა და ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელსაც არ ეშინია ტყვიის, პროვოკაციის და ნებისმიერი სხვა მაქინაციების. სწორედ ამიტომ, გვინდა აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ ისტორიულ პროცესში. ერთადერთი რამ, რაც სტუდენტობას და ახალგაზრდობას აშინებს, არის საკუთარი მომავლის და პერსპექტივის დაკარგვა საკუთარ ქვეყანაში. მოვუწოდებ სტუდენტებს, ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრაინას და დავიცვათ საქართველოს მომავალი", - განაცხადეს სტუდენტებმა.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შენობასთან 24 თებერვალს, 19:00 საათზე  გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები