საპატრიარქო - მრევლს ვთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებაში

საპატრიარქო მრევლს თხოვნით მიმართავს, 20 თებერვალს დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებაში შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა.

20 თებერვალს მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვალის, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველი თეატრში საქველმოქმედო გალა კონცერტი - "მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისათვის“ გაიმართება.

ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

"ორგანიზატორების გადაწყვეტილებითა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მოხმარდება თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს.

გალა კონცერტში  ნინო სურგულაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ:  სპეციალური სტუმარი სუმი ჯო- სოპრანო (ოსკარის და ოქროს გლობუსის ნომინანტი), გია გაგნიძე, ლადო ათანელი, ოთარ ჯორჯიკია, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი (მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით) თბილისის ქალთა გუნდი (ხელმძღვანელი ომარ ბურდული), თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და სხვა მონაწილეები.

სპეციალური სტუმარი იქნება მაესტრო ჯუზეპე საბატინი.

კონცერტი გადაიცემა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირი ეთერით 22:00-დან, ასევე იქნება საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი 0901900999 და მრევლს ვთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა.

ზარის ღირებულება 1 ლარი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები