ირაკლი ღარიბაშვილი - განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას "ტვიტერზე" ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო ხედვას ძლიერი ევროპისთვის და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ  ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

საუბრისას ხაზი გავუსვით მეტად ძლიერი ევროპისთვის ჩვენს საერთო ხედვას და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.

საქართველო ევროკავშირის სანდო მოკავშირეა!",- წერს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები