მსოფლიო ვარსკვლავები 20 თებერვალს დაგეგმილი კონცერტის გენერალურ რეპეტიციას გადიან

მსოფლიო ვარსკვლავები ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 20 თებერვალს დაგეგმილი კონცერტის გენერალურ რეპეტიციას გადიან.

20 თებერვალს, 21:30 საათზე რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო საღამო "მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის" გაიმართება. ნინო სურგულაძის ფონდ “ნატვრის ხის” საქველმოქმედო კონცერტი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონცერტში მონაწილეობენ: სპეციალური სტუმარი "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" ნომინანტი, ცნობილი სოპრანო სუმი ჯო, გია გაგნიძე - მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი, ლადო ათანელი - მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი, ოთარ ჯორჯიკია - მსოფლიოში წარმატებული ტენორი, ნინო სურგულაძე - მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო.

ასევე მონაწილეობენ - ყოვლად წმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ქალთა გუნდი ხელმძღვანელი ომარ ბურდული, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი. საღამოს სპეციალური სტუმარი ტოკიოს სანტორი ჰოლის პედაგოგთა აკადემიის ხელმძღვანელი, არენა დი ვერონას მოწვეული დირიჟორი, მაესტრო ჯუზეპე საბატინი იქნება.

გალა-კონცერტზე შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს საგალობლები და მსოფლიო საოპერო და საესტრადო შედევრები.

საქველმოქმედო კონცერტის მხარდამჭერები არიან კომპანია “სოკარი”, თბილისის მერია და ტელეკომპანია “იმედი”.

ნინო სურგულაძის გადაწყვეტილებით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით ქართველ, ასევე მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქ და სირიელ ბავშვებს დაეხმარებიან.

საქველმოქმედო ნომერია 0901900999 (ზარის ღირებულება ერთი ლარი).

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები