მეუფე გრიგოლი - ყველას აქვს თავისუფალი არჩევანი, ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა, რომ კეთილი არჩევანი გავაკეთოთ, კეთილ გზას დავადგეთ

ჩვენ ღმერთთან ურთიერთობას ვაშენებთ ნელნელა, მარხვა ეს არის პერიოდი განსაკუთრებული ღვაწლის, მეცადინეობის და მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ამის საშუალება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"უნდა დავფიქრდეთ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ განსაკუთრებულად რატომ გვამზადებს უფალი, ადამიანს უცბად დიდი ტვირთის აწევა უჭირს, თუ არ იმეცადინა, თუ არ ივარჯიშა, ნებისმიერ საქმეში ასეა და მითუმეტეს მარხვა, ეს არის სულიერი შრომა, ღვაწლი, სწორედ ამიტომ, რომ შევძლოთ და ავწიოთ ის ტვირთი, რაც თითოეულ ჩვენგანს უფალმა დაგვაკისრა, საჭიროა, დღენიადაგ ზრუნვა, შრომა, ეს ეხება როგორც ჩვენ ცხოვრებას, ისე კონკრეტულ მოვლენებს, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით.

ჩვენ ღმერთთან ურთიერთობას ვაშენებთ ნელნელა, მარხვა ეს არის პერიოდი განსაკუთრებული ღვაწლის, მეცადინეობის და მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ამის საშუალება.

გათენდა ჩვენს თავზე, მზის ამოსვლა საჩუქარია ჩვენთვის, წყალობაა ღვთისა და ამ წყალობას მადლიერებით უნდა მოვეკიდოთ და იფიქრო, დღეს რით მოაწონო უფალს თავი. ჩვენ შეიძლება მრავალგზის წავიკითხოთ წმინდა წერილი და ამ დროს არ ვიყოთ ქრისტესთან. უბედურებაა, როცა წაქცეულს წამოდგომა არ უნდა, როცა შემცოდეს სინანული არ აქვს, როცა ადამიანი თავის უკეთურ საქციელში შეუვალი ხდება. 

ყველას აქვს თავისუფალი არჩევანი, ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა, რომ კეთილი არჩევანი გავაკეთოთ, კეთილ გზას დავადგეთ, უფალს ვთხოვოთ, გამოგვიჩინოს, დაგვანახოს.

არის ცხოვრებაში მომენტები, როცა ადამიანი ძალიან დაბნეულია და არ იცის რა ქნას, ამ დროს გაჩერდი, დამშვიდდი, სულის სიმშვიდე ღმერთთან ურთიერთობის გარეშე არ მოდის. ღმერთთან ახლოს ყოფნაა, როცა ცდილობ, რომ უფლის მოსაწონი აკეთო, როცა ცდილობ, რომ შენი ქრისტიანობა ცხოვრებაში გაატარო და არ დარჩეს მხოლოდ ყელზე ჩამოკიდული ჯვარი, იმიტომ, რომ დღეს შენ გაქვს ჯვარი, მაგრამ ხვალ თვითონ იქნები ამ ჯვარზე, თვითონ ამაღლდები ამ ჯვარზე და როგორი იქნება ცხოვრება ამაზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები