ზახაროვა - სააკაშვილის ბედი, გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს

თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აშშ-ის პრეზიდენტის კიევში ვიზიტს.

"შოუს "შუშის მიღმა სააკაშვილთან" სიუჟეტი სულ უფრო მომხიბვლელი ხდება. მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ ვერ აღწევს მიშიკო საწოლამდე – თუმცა, უცნობია, როგორ მოხვდნენ ისინი CNN-ის განკარგულებაში.

ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველა თვალსაზრისით დასავლეთის მიერ დამუშავებული მასალაა (უფრო მეტიც, ორჯერ - მეორედ უკრაინაში). იგი დიდი ხნის წინ ჩარეცხილია მათ მიერ, ვინც ერთ დროს მასში ჩაასხა.

Reuters-მა გამოაქვეყნა საკუთარი გამოძიება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. ირკვევა, რომ ამერიკული ლობისტური ჯგუფის Ackerman-ის ერთ-ერთი პარტნიორია მასიმო დი ანჯელო, რომელიც, შემთხვევით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია.

სააკაშვილი იხდის იმისთვის, რომ დასავლეთში არ დაივიწყონ. 

როდესაც დეტალები გაირკვა, ქართველმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს მიშიკოს საქმის შესწავლა. მათ გაიგეს, რომ სააკაშვილმა უკვე თითქმის მილიონი დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ თბილისიდან გაიყვანონ, რათა მადლიერი თანამემამულეების მართლმსაჯულებას გადაარჩინონ. და - პიკანტური დეტალი! - გამოდის, რომ სააკაშვილის ადვოკატები არღვევენ აშშ-ის კანონს უცხოელი აგენტების შესახებ.

სააკაშვილის ბედი, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან, ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის.
თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი", - აცხადებს ზახაროვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები