ნინო სურგულაძე - ფონდ "ნატვრის ხეს" პატრიარქისგან 10 000 ლარი გადაეცემა

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ფონდ "ნატვრის ხეს" 10 000 ლარი გადაეცემა, - ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელმა, მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარე საქველმოქმედო საღამოზე განაცხადა.

"სცენაზე შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაგვიკავშირდა საპატრიარქოდან პიროვნება, რომელმაც გვითხრა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ფონდს მისგან დღევანდელ დღეს გადაეცემა 10 000 ლარი. დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობავ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის დიდი სტიმულია და პირადად ჩვენი ფონდისთვის დიდი ნდობა.

მივმართავ ყველას, თუნდაც ბიზნესსექტროს, ჩვენ საქართველოში გვყავს ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც ყოველდღიურად დიდ ქველმოქმედებას ეწევა. დღესაც მოგიწოდებთ, როგორც თქვენ გჩვევიათ, ჩაერთოთ ამ არაჩვეულებრივ მარათონში და შემოგვიერთდეთ ამ დიდ საქმეში.

არ შემიძლია არ დავასახელო ჩემი მეგობარი, რომელიც პირველივე დღიდან გვერდში უდგას ფონდს, როგორც ერთ-ერთი მაგალითი, ეს არის ბატონი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ამჯერადაც 10 000 ლარი ჩარიცხა, ძალიან დიდი მადლობა.

როდესაც ვსაუბრობთ მეგობრებზე, წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ფონდის არსებობა, რომ არა ფონდის უახლოესი, უსაყვარლესი და უერთგულესი მეგობარი კომპანია "სოკარი", ეს არის ის კომპანია, რომელიც დიდ ქართულ საქმეს აკეთებს, ბევრ სიკეთეს აკეთებს და მუდამ ჩვენს გვერდით არის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

მივესალმები ჩვენს მეგობარს იტალიის ელჩს, რომელმაც თავისი შემოწირულობა გააკეთა, მან კი გვთხოვა არ დამესახელებინა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს დაფარული, ეს ყველამ უნდა იცოდეს. ასევე მადლობა თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც ახლაც ჩაერთო ამჯერადაც", - განაცხადა სურგულაძემ. 

რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო საღამო "მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის" იმართება. ნინო სურგულაძის ფონდ “ნატვრის ხის” საქველმოქმედო კონცერტი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. 

კონცერტში მონაწილეობენ: სპეციალური სტუმარი სუმი ჯო - სოპრანო (ოსკარის და ოქროს გლობუსის ნომინანტი), გია გაგნიძე - ბარიტონი, ლადო ათანელი - ბარიტონი, ოთარ ჯორჯიკია - ტენორი, ნინო სურგულაძე - მეცო-სოპრანო, ასევე ყოვლად წმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ქალთა გუნდი ხელმძღვანელი ომარ ბურდული, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი. საღამოს სპეციალური სტუმარი მაესტრო ჯუზეპე საბატინი იქნება. 

გალა-კონცერტზე შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს საგალობლები და მსოფლიო საოპერო და საესტრადო შედევრები.

საქველმოქმედო კონცერტის მხარდამჭერები არიან კომპანია “სოკარი”, თბილისის მერია და ტელეკომპანია “იმედი”.

ნინო სურგულაძის გადაწყვეტილებით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით ქართველ, ასევე მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქ და სირიელ ბავშვებს დაეხმარებიან.

საქველმოქმედო ნომერია 0901900999 (ზარის ღირებულება ერთი ლარი).

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები